ლაშა 17 წლის მოზარდია, რომელსაც გაუმართლა და ყველაზე ძვირფასი ჯილდო, სიცოცხლის შენარჩუნება ხვდა წილად. ერთ, თითქოს ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა და ბიჭი რკინის კონსტრუქციაზე დაეცა. გულმკერდისა და მუცლის მიდამოებში მან უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჰოსპიტალში შეყვანისთანავე პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. გაკეთდა მუცლის ღრუსა და საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია, გულმკერდის, მუცლისა დამცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებმა მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაციისთვის მომზადება დაიწყეს. პარალელურად, განხორციელდა პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილიზაცია ინფუზურითერაპიისადა ვაზო/ინოტროპული მეთოდებით.
22 November, 2021