31 May, 2021

ონლაინ კონფერენცია - "ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი მედიცინა, სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია“

29 მაისს, ევექსი ჰოსპიტლებისა და საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების ინიციატივით მორიგი ერთობლივი ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა ქსელის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და გადაუდებელი მედიცინის (ER) სპეციალისტებისთვის. კონფერენციის მთავარი თემა იყო: „ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი მედიცინა, სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია“ 


კონფერენციას ხელმძღვანელობდა, ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური დირექტორი, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი, CEEA თბილისის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი - მამუკა ჩხაიძე.


მოხსენებების სერია ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
მომხსენებლებს შორის იყვნენ დარგის ქართველი წამყვანი სპეციალისტები:

  • ირინა წირქვაძე
  • დავით აკერმანტია
  • თამარ გოგიჩაიშვილი
  • ვასილ ხაჩიაშვილი

ასევე, კონფერენციაზე მომხსენებლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ჰერშის სამედიცინო ცენტრისა და პენსილვანიის შტატის სამედიცინო კოლეჯის ასოცირებულმა პროფესორმა: ვენუგოპალ ს. რედმა.