01 July, 2022

ონკოჰემატოლოგიის ცენტრი

ონკოჰემატოლოგიური ცენტრი პაციენტებს ჰემატოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური და სოლიდური სიმსივნური დაავადებების ამბულატორიულ, დიაგნოსტიკურ და სტაციონარულ მართვას სთავაზობს.

პაციენტებს ონკოჰემატოლოგიის ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებები:

  • ონკოჰემატოლოგის კონსულტაცია;
  • ტრანსფუზიოლოგის მომსახურება;
  • ონკოლოგის კონსულტაცია;
  • ციტომორფოლოგისა და დღის სტაციონარის ექიმის მომსახურება.

ექიმის მომსახურების მისაღებად პაციენტები უნდა ჩაეწერონ ნომერზე 2-53-00-33.

 

ცენტრში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

  • ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიები ( ლეიკემიები და ლიმფომები, ჰისტიოციტოზი, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია );
  • კოაგულოპათიები;
  • თრომბოციტოპენიები;
  • ანემიები;
  • სოლიდური სიმსივნეების ქიმიოთერაპია.

ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში ტარდება პროგრამული ქიმიოთერაპია, BFM პროგრამის მიხედვით, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსფუზიული თერაპია. აღსანიშნავია, მკურნალობის პროცესში მინიმალური რეზიდუალური (ნარჩენი, შენარჩუნებული) დაავადების განსაზღვრა, რაც ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს ონკოჰემატოლოგიაში.

კლინიკაში გამოიყენება მრავალფეროვანი სადიაგნოსტიკო მეთოდები:

  • ძვლის ტვინის ტრეპანობიოფსია და პუნქცია;
  • თავ-ზურგ-ტვინის პუნქცია;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ბლასტური უჯრედების იმუნოფენოტიპირება;
  • ძვლის ტვინის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა.

აღსანიშნავია, ონკოჰემატოლოგიის ცენტრის თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან (თურქეთის მედიკალპარკის კლინიკა, ჩეხეთის მოტოლის საუნივერსიტეტო კლინიკა, იტალიის ქალაქ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკა) და მაღალკვალიფიციური გუნდის დასავლური გამოცდილება.

ცენტრს ხელმძღვანელობენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ასმათ შენგელაია, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ონკოლოგი, ონკოჰემატოლოგი ნინო ტოტოღაშვილი და მედიცინის დოქტორი, ექიმი-ონკოჰემატოლოგი, თამარ ჯავახაძე.