08 November, 2019

მედპერსონალის დასაქმების პროგრამა

ევექსი ჰოსპიტლები სამედიცინო სერვისების გაძლიერების მიზნით დასაქმების ახალ პროგრამას იწყებს.  პროგრამა მიზნად ისახავს ევექსი ჰოსპიტლების ქსელის მასშტაბით მედპერსონალის ზოგად და ვიწრო სპეციალობებში დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უფასო ტრენინგების ჩატარებას.

ევექსი ჰოსპიტლები მედპერსონალის დასაქმების პროგრამას საქართველოს სამ რეგიონში შემდეგ სამედიცინო სპეციალობებში აცხადებს:  

  • ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია
  • ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა 
  • გადაუდებელი მედიცინა
  • ნევროლოგია
  • ბავშვთა ქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ნეონატოლოგია
  • კარდიოქირურგია
  • ტრავმატოლოგია/ორთოპედია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ტოქსიკოლოგია
  • თორაკო ქირურგია
  • ალერგოლოგია და იმუნოლოგია
  • ინფექციონისტი
  • ნეფროლოგია
  • ბავშვთა კარდიორევმატოლოგია
  • ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
  • მედდა

 

მედპერსონალის დასაქმების პროგრამის ფარგლებში საბუთების მიღება უკვე დაიწყო და 31 იანვრამდე გაგრძელდება. დაინტერესებული პირები, რომლებიც სამედიცინო სპეციალობების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ევექსი ჰოსპიტლების დასაქმების ბაზაში მოხვდებიან. მათი რეზიუმეები სპეციალობის მიხედვით შესაბამის სამუშაო პოზიციებზე განიხილება. 

დასაქმების პროგრამაში ჩართვის მსურველებს საშუალება აქვთ, დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ გვერდზე და საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნონ მეილზე vacancy@evex.ge, ან მიიტანონ შემდეგ მისამართზე:

 

თბილისი:

 

 

აჭარა:

იმერეთი:

 

 

ევექსი ჰოსპიტლები საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 სამედიცინო ცენტრით არის წარმოდგენილი. ქსელში 4 750 მედპერსონალია დასაქმებული და ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევექსი ჰოსპიტლები მათ ქსელში დასაქმებული მედპერსონალისთვის თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას პერიოდულად უზრუნველყოფს.