ბავშვთა ნეფროლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია პედიატრიაში. ამ მიმართულებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას მედიცინის სიახლეებზე დაფუძნებულ სერვისს სთავაზობს. საშარდე სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ცენტრში ხელმისაწვდომია როგორც ამბულატორიული, ასევე - სტაციონარული მომსახურება, რაც ითვალისწინებს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს, მათ შორის ექოსკოპიურ, რენტგენოკონტრასტულ და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს.
სამედიცინო ცენტრში ხორციელდება საშარდე სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტიკა-მკურნალობა, იქნება ეს ქრონიკული დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა თუ სხვა. ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ბავშვთა უროლოგიური სამსახური, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში კი მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებააშესაძლებელი.