18 October, 2021

კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული მედპერსონალის ხსოვნის პატივსაცემი მემორიალი

ევექსი ჰოსპიტლები ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში, კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მემორიალური დაფები განთავსდა იმ პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.

ამ პროცესში, გასული წლიდან დღემდე, ქსელის 18 პროფესიონალი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფასდაუდებელი დანაკარგის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

მემორიალური დაფები 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრსა და ახალციხის ჰოსპიტალში გაიხსნა, 17 ოქტომბერს კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.

კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლის პროცესში გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა, რომელიც დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების წევრებს გადაეცათ. მემორიალური დაფები ასევე განთავსდება ყველა იმ სამედიცინო ცენტრში (ფოთის ჰოსპიტალი, ქობულეთის ჰოსპიტალი), სადაც ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლას ქსელის თანამშრომლები შეეწირნენ.

2020 წელს, ვირუსთან ბრძოლაში ქსელმა 16 მედპერსონალი დაკარგა. 2021 წელიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებამ უზრუნველყო ვაქცინირებული მედპერსონალის და სრულიად მოსახლეობის დაცვა კოვიდ ინფექციის მძიმე გართულებებისგან, რამაც ლეტალური მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე შეამცირა.

კომპანია მოხარულია განაცხადოს, რომ დღეს ევექსი ჰოსპიტლების ქსელში 90% -მდე სამედიცინო პერსონალი უკვე აცრილია.

კომპანია მადლობას უხდის მათ, ვინც ფრონტის ხაზზე დაუღალავად იბრძვის და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული პერსონალის ღვაწლს ფასდაუდებლად მიიჩნევს.