28 April, 2021

ივ.ბოკერიას ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრი გაიხსნა

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მკურნალობას შესთავაზებს.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდის შემდგომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრში კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ. 

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოვიდის შემდგომ ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600

Check-Up პაკეტები

საბაზისო პაკეტი

  • თერაპევტის კონსულტაცია (ფუნქციონალური ტესტი-დატვირთვისას ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრა)
  • სპირომეტრია
  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC+Diff; ESR)
  • კოაგულოგრამა - ჰემოსტაზის გამოკვლევა (PT,PI,INR,APTT,TT,FIBR)
  • შარდის საერთო ანალიზი
  • კრეატინინის განსაზღვრა  სისხლის შრატში
  • საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში T.BIL
  • ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში
  • ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST)
  • ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT)

სტანდარტ პაკეტი

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარის განსაზღვრა სისხლში
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში
  • კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში
  • ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში (Na, K, Ca+)
  • საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში T.BIL
  • ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში
  • ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST)
  • ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT)
  • გამაგლუტამატტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  • საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში
  • ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH)
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
  • საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში
  • საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში T.CHOL
  • C–რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (რაოდენობრივი/ნახევრადრაოდენობრივი)

პრემიუმ პაკეტი

  • თერაპევტის კონსულტაცია (ფუნქციონალური ტესტი-დატვირთვისას ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრა)
  • SARS-CoV-2-ის მიმართ IgG ანტისხეულების გამოკვლევა სისხლში
  • სპირომეტრია
  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC+Diff; ESR)
  • კოაგულოგრამა - ჰემოსტაზის გამოკვლევა (PT,PI,INR,APTT,TT,FIBR)
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარის განსაზღვრა სისხლში
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში
  • კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში
  • ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში (Na, K, Ca+)
  • საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში T.BIL
  • ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში
  • ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST)
  • ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT)
  • გამაგლუტამატტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  • საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში
  • ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH)
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
  • საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში
  • საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში T.CHOL
  • 25-OH ვიტამინის D-ს განსაზღვრა სისხლში
  • C–რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (რაოდენობრივი/ნახევრადრაოდენობრივი)

POST COVID ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის

ფილტვის ქრონიკული დაავადება
(COVID 19-ის მძიმე ფორმა, პოსტრეანიმაციული)

  • თერაპევტის კონსულტაცია
  • გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოსკოპია
  • ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია
  • პულსოქსიმეტრია სიარულისას 
  • გულის ულტრასონოგრაფია
  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC+Diff; ESR)

ფილტვის ქრონიკული დაავადება
(COVID 19-ის მსუბუქი-საშუალო სიმძიმე, არარეანიმაციული)

  • თერაპევტის კონსულტაცია
  • ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია
  • პულსოქსიმეტრია სიარულისას 

გულ-სისხლძართვთა სისტემის ქრონიკული დაავადება

  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC+Diff; ESR)
  • ელექტროკარდიოგრაფია 12 სტანდარტულ განხრაში
  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • პულსოქსიმეტრია სიარულისას 
  • გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოსკოპია
  • გულის ულტრასონოგრაფია

დიაბეტი

  • გლუკოზა ჭამამდე და ჭამის შემდეგ (ანალიზატორზე)
  • გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა (HbA1c)
  • შარდის საერთო ანალიზი
  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC+Diff; ESR)
  • კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში
  • შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში
  • პულსოქსიმეტრია სიარულისას 
  • გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოსკოპია
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია