21 April, 2021

ი. ციციშვილის ბავშვთა ახალიკლინიკის ბაზაზე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა

ი.ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრი ამოქმედდა. კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის სპეციალური მიმართულება უზრუნველყოფს ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.
კოვიდ გადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს და ხშირად აერთიანებს როგორც პედიატრს, ისე - ბავშვთა ინფექციური დაავადებების ექიმს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგს, რეანიმატოლოგს, ნევროლოგს, ჰემატოლოგსა და ბავშვთა ნეფროლოგს. იაშვილის საავადმყოფოში შემუშავებულია კონსულტაციებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების სპეციალური პაკეტი იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) მწვავე კოვიდი ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. 

არსებული შეთავაზება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის პაკეტით ან პირდაპირ მიმართოს გადამზადებულ პედიატრს, რომელიც თავად განსაზღვრავს აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩამონათვალს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ კოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ. 

სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ცენტრები მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში პატარა პაციენტებს თერაპევტის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს. 

 

საბაზისო პაკეტი - ბავშვები

  • პედიატრის კონსულტაცია
  • ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ეკგ
  • გულის ექოკარდიოგრაფია
  • სისხლის სრული ანალიზი
  • ღვიძლის ფუნქციის ტესტები
  • C-რეაქტიული ცილა (CRP)
  • კოაგულაციის კვლევები (პროთრომბინის დრო, გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო, D-დიმერი, ფიბრინოგენი)


ევექსის ჰოსპიტალური ქსელი 5 მაისამდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge.