18 October, 2021

ჰოსპიტლის ექიმებმა 72 წლის მამაკაცი სასწაულებრივად გადაარჩინეს

ზოგადი სისუსტე, დისკომფროტი გულ-მკერდის არეში და ჩივილები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, მეტაბოლურ სისტემას უკავშირდება - 72 წლის მამაკაცის ჰოსპიტალიზაციისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეჭვი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შინაგან სისხლდენაზე ჰქონდა, თუმცა ჩატარებულმა გამოკვლევებმა სისხლდენის ნიშნები არ გამოავლინა. კვლევების პროცესში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა: მას სუნთქვის მკვეთრი გაძნელება აღენიშნა.

პაციენტი სრულფასოვან გამოკვლევას საჭიროებდა, დრო კი ცოტა იყო. ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა ეჭვი გულის იშემიური დაავადების ფარულ მიმდინარეობაზე მიიტანეს, რაც, საბოლოოდ, ტროპონინის ტესტის პასუხმა დაადასტურა კიდევაც. პაციენტი მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის ქვეშ აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ექიმებმა ჟანგბადის სატურაციის შენარჩუნება და ინტუბაციისთვის თავის არიდება შეძლეს.

მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ექიმებმა პაციენტი კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს და მისი მკუნრალობის გზები დასახეს. 72 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში სრულად გამოჯანმრთელდა და ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.