16 July, 2019

განახლებული ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს განახლებული ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ჰოსპიტალში სრულფასოვნად ფუნქციონირებს შინაგანი მედიცინის, პედიატრიის, ნევროლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ანგიოლოგიის, პროქტოლოგიისა და უროლოგიის მიმართულებები. გაფართოვდა ტრავმატოლოგიური სერვისიც. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება კი 24 საათის განმავლობაშია მზად, შემოსულ პაციენტს დახმარება გაუწიოს.

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს კარდიოინტერვენციულ მიმართულებასაც სთავაზობს. კლინიკაში დაინერგა კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც გულის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა-მკურნალობა ხორციელდება. ასევე, გაფართოვდა კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის სპექტრი. უკვე შესაძლებელია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიორეჟიმშიც განხორციელედეს. გარდა ამისა, ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა საოპერაციო ბლოკები და რადიოლოგიური სამსახური. მათ შორის, ულტრათანამედროვე ანგიოგრაფის აპარატი სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. 

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი ადგილობრივი და მოწვეული ექიმების გუნდით არის დაკომპლექტებული. ევექსის ქსელის სპეციალისტები რეგიონში პერიოდულად ჩადიან და ოპერაციებსა და სხვადასხვა მანიპულაციას ახორციელებენ.