თუ თვლი, რომ ხარ განსხვავებულად და თავისუფლად მოაზროვნე, მაშინ ევექსი ჰოსპიტლების ახალი პროექტი შენთვისაა!
შეუერთდი „თავისუფლად მოაზროვნეთა კლუბს“, წარადგინე და განახორციელე საკუთარი იდეა, ჩაერთე სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულების საქმიანობაში, გაიარე ტრენინგები უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით და მიიღე ფინანსური სარგებელი შენი წარმატებული პროექტიდან!
Free Thinkers Club ქსელში დასაქმებული განსხვავებულად და თავისუფლად მოაზროვნე თანამშრომლების აღმოჩენას, კომპანიის ბიზნეს-პროექტებში მათი ჩართულობის გაზრდას, ინდივიდუალური იდეების გაზიარებასა და მათ შემდგომ განხორციელებას ითვალისწინებს.
გამოაგზავნე მოთხოვნა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ელ. ფოსტაზე freethinkers@evex.ge და გახდი „თავისუფლად მოაზროვნეთა კლუბის“ წევრი.