ფილტვის ცენტრი შექმნილია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტებით. დეპარტამენტში პაციენტები, სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებებით, გადიან სტაციონალურ მკურნალობას და უტარდებათ ქირურგიული და ენდოსკოპიური ჩარევების სრული სპექტრი.
ფილტვის ცენტრში შესაძლებელია სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი დაავადებების, ასევე ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის თორაკალური ოპერაციების ჩატარება ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, როგორც თანდაყოლილი (საყლაპავის ატრეზია, დიაფრაგმის თიაქარი და სხვა), ისე შეძენილი პათოლოგიების (გულმკერდის მძიმე დეფორმაციები, ფილტვის გართულებული ბაქტერიული ინფექციები, ფილტვის აბსცესი, ექინოკოკი და სხვა) შემთხვევაში.
ცენტრში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების მიღება:
- პედიატრის კონსულტაცია;
- ბავშვთა პულმონოლოგის კონსულტაცია;
- ფტიზიატრის კონსულტაცია;
- ალერგოლოგის კონსულტაცია;
- ბავშვთა გულმკერდისა და ზოგადი ქირურგის კონსულტაცია;
- ენდოსკოპისტის კონსულტაცია.
დეპარტამენტში ტარდება ქვემოთ ჩამოთვლილი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ტესტები და მანიპულაციები:
- ბრონქოსკოპია;
- ეზოფაგოგასტროსკოპია;
- სპირომეტრია;
- მანტუს სინჯი;
- გულმკერდის ღრუს ორგანოების რადიოლოგიური კვლევები ( რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია ).
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მისაღებად პაციენტები წინასწარ უნდა ჩაეწერონ ნომერზე 2-53-00-33.
ფილტვის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდის თერაპიულ მიმართულებას პადიატრი-პულმონოლოგი, ნანა ცხაკაია ხელმძღვანელობს, ხოლო თორაკალური ქირურგიის მიმართულებას - ლევან ხარაშვილი.