07 December, 2021

ევექსი ჰოსპიტლების კარდიობორდმა დასავლეთ საქართველოში უფასო კონსულტაციები ჩაატარა

ევექსი ჰოსპიტლების კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრებმა დასავლეთ საქართველოში უფასო კონსულტაციები ჩაატარეს. კარდიობორდმა, რომელსაც მედიცინის აკადემიური დოქტორი, სულხან ლომინაძე ხელმძღვანელობს, ადგილობრივი პერსონალისთვის ბორდის საქმიანობის მიმოხილვაც წარადგინა. ასევე, ჩატარდა ლექციები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტსა და გულმკერდის არეში ტკივილის შესახებ. მოწვეულმა კარდიოქირურგმა, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ კი განსაკუთრებით საინტერესო სამედიცინო შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

კარდიობორდის ვიზიტი დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს რეგიონით დაიწყო და აჭარაში გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაც იმ 5 რეზიდენტისთვის, რომელმაც ექოკარდიოგრაფიის სუბსპეციალობის მოდული წარმატებით დაასრულა.