23 May, 2022

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში

ბავშვთა ასაკში ენდოკრინოლოგთან მიმართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზებია ზრდაში შეფერხება, ჭარბი წონა,  ფარისებური და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, სქესობრივი მომწიფების დარღვევები, ჰიპოფიზის დისფუნქცია და ა.შ. 

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიის ცენტრში შესაძლებელია აღნიშნული პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მართვა(მათ შორის დიაგნოსტიკური, სტიმულაციური სინჯები), როგორც ამბულატორულად, ისე სტაციონარის პირობებში. 

აღნიშნული ხშირი პათოლოგიების გარდა ჩვენს კლინიკაში ასევეხდება ისეთი სპეციფიური მდგომარეობების მართვა, როგორებიცაა:

  • ენდოკრინოპათიით მიმდინარე იშვიათი და გენეტიკური დაავადებები
  • სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები,
  • ძვლის სიმკვრივის დარღვევები, დისპლაზიები
  • ქრონიკულად მოავადე და უნარშეზღუდული პაციენტების ენდოკრინული მონიტორინგი
  • ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის და ნეიროქირურგიული ჩარევების შემდგომი პაციენტების  მონიტორინგი და მკურნალობა
  • თანდაყოლილი ჰიპერინსულინიზმით და სხვა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მართვა
  • სპეციფიური ენდოკრინული დარღვევები ნეონატალურ ასაკში.

 

ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი თანამშრომლობს ევროპის, ისრაელის და ამერიკის წამყვან კლინიკებთან, განსაკუთრებით იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკის კუთხით.

ენდოკრინოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე. მას გავლილი მაქვს სტაჟირება შვედეთში, ისრაელში და აშშ-ში, არის მრავალი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის აქტიური წევრი (ESPE,ISPAD,GPED), მონაწილეობს პრე- და პოსტ-დიპლომური საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში.